უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურად შედის კუთხეში. ეს ქმედებები, კანონმდებლობის ცვლილება, აგრესია, ამის გამოძახილია. როცა კუთხეში ემწყვდევა ადამიანი, მას არ აქვს გამოსავალი. ერთადერთი გამოსავალი მას ჰგონია, რომ ამ აგრესიით, დაჭერებით და რეპრესიებით რაღაცას გადატეხავს. გამორიცხულია. ეს არ მოხდება, გაცილებით დიდი მასშტაბით გამოსვლები იქნება და გაცილებით მძლავრი პროტესტი იქნება. ჩემი და ჩემი თანაგუნდელები და მთელი პარტია მთელი რეგიონების მასშტაბით სადაც შეხვედრებს ვატარებთ, ამ განწყობაზეა. ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის რუსულ პოლიტიკას არ დავუთმობთ.
თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა დროებაში.