ხაზარაძე: გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია

კრიმინალური, არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დარბევის, მასობრივი დაპატიმრებებისა და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა! “ქართული ოცნების” ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან. გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია! გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, "ოცნების" კრიმინალურ ბანდას კი აუცილებლად გავიტანთ პოლიტიკური სცენიდან! ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!

წერს ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე. გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმის სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.