ხაზარაძე: ეს ბრძოლა არაა იმაზე, დამიჭერენ თუ არა, ესაა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა

ხაზარაძე: ეს ბრძოლა არაა იმაზე, დამიჭერენ თუ არა, ესაა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მივიდა. ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე უნდა დაიკითხოს.

პროკურატურამ გამოძიება ხაზარაძის წინააღმდეგ 26 მარტს დაიწყო. მას არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე არმისვლას ედავებიან.

მუხლი ერთი წლით პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

"ეს ბრძოლა [იმაზე] არ არის მე დამიჭერენ თუ არ დამიჭერენ, ეს ბრძოლა არის იმ უსამართლობის, მიტაცებული ქვეყნის და რუსეთზე ჩაბარების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა"- თქვა ხაზარაძემ სასამართლოში შესვლამდე.