ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რომ დღეს კულტურისთვის ახალი ფონდი დააფუძნეს, სახელწოდებით - "ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის".
"დღეს, დავაფუძნეთ "ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის", რომლის დონორი იქნება ჩვენი ოჯახი, გადაწყვეტილებების მიმღები იქნებიან დამოუკიდებელი პროფესიონალები ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან.
თანხა მოხმარდება იმ პროექტების დაფინანსებას, რომელიც მოემსახურება კულტურის და ხელოვნების თავისუფლებას", - წერს მამუკა ხაზარაძე.