ასეთი მოცემულობის წინაშე ვართ, რუსთაველის 8 ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულად უუნარონი ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება. ეს რაოდენობა, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ქვეყნისთვის რაიმე ლეგიტიმური გადაწყვეტილების მისაღებად.
113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტისთვის კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 113 ხმაა საჭირო ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის, 100 ხმაა საჭირო 2 მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 100 ხმა არის საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, 100 ხმაა საჭირო უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის, 90 - კონკორდატში ცვლილების დასამტკიცებლად, 90 - საკონსტიტუციოს მოსამართლეების ასარჩევად, 90 - იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად, 90 - სახალხო დამცველის ასარჩევად.
ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში გვაქვს ასეთი მოცემულობა, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი დგას იმ პარტიაზე, რომელსაც გახარია საქართველოსთვის ჰქვია. ჩნდება საკმაოდ სერიოზული კითხვა - ფარული ლეგალიზაციისა და ფარული ხელშეწყობის იმ ძალისადმი, რასაც ქართული ოცნება ჰქვია და რაც ჩემთვის არის რუსული ხელისუფლება საქართველოში, რომელიც რუსეთისკენ მიათრევს და იზოლაციას უკეთებს ევროპული ფასეულობებისგან ქართველ ხალხს და ისეთი სისტემებისკენ მიათრევს, როგორიც არის ირანი და კომუნისტური პარტიის ჩინეთი.
თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გამართულ ბრიფინგზე.