ხაშურში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა

ხაშურში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა

ხაშურში სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ამ დროისთვის მოწყობილია მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, ა(ა)იპ "ხაშურსერვისის" ხელმძღვანელობა.

მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს ხიდის დროულად აღდგენისთვის. მანამდე კი მოსახლეობას ვთხოვთ, ისარგებლონ სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი მოქმედი ალტერნატიული ხიდით", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.