ხაშურში მდინარე შოლას ადიდების შედეგად 200-ზე მეტი სახლია დატბორილი

ხაშურში მდინარე შოლას ადიდების შედეგად 200-ზე მეტი სახლია დატბორილი

სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან ხაშურშიც. მდინარე შოლას ადიდების შედეგად 200-ზე მეტი სახლია დატბორილი. 10-მდე სოფელს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ შოლა ყოველ წელს დიდდება და ქუჩების დატბორვაც ყოველწლიურად ხდება.

"აქ ვცხოვრობ ჩიხში და რომ შემოხვიდეთ, ჩემს უბანში, პირველი სართული საერთოდ არ არსებობს. ლომოურის ქუჩაზე გასაბერი ნავებით დაცურავენ, ისეთი მდგომარეობაა", - ამბობს ხაშურში მცხოვრები ქალი.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომოურის, ყიფიანის, რუსთაველის, იმერეთის ქუჩებზე. დატბორილია ეზოები, სახლების სარდაფები და პირველი სართულები.