ხაშურში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ხაშურში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი რადიო მოზაიკა ავრცელებს.

თვიმთხილველზე დაყრდნობით მედია წერს, რომ დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.