ხარკივზე სარაკეტო თავდასხმას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხარკივზე სარაკეტო თავდასხმას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსებმა, ხარკივის ოლქის სოფელ გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმის დროს დაზიანდა 2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაინგრა ერთი კერძო სახლი. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის ბავშვის ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. კიდევ 16 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ოკუპანტებმა ისკანდერები გამოიყენეს.