ძალიან დიდ იმედს მაძლევს ახალი თაობა, ის ადამიანები, ვინც ბოლოს, არც თუ ისე, სახარბიელო მდგომარეობაში გამოვიდნენ ისევ გარეთ და იბრძოდნენ ამისთვის და მე ამას ნამდვილად ვხედავ და ძალიან მინდა, ოპტიმისტურად მივუდგე ამ ყველაფერს. თუმცა, იმასაც ვხედავ, რომ ძალიან ბევრი არასწორი, ანუ უკუსვლით ვითარდება რაღაცები - ეს მაშინებს. ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვინმეს შერჩა იმის სურვილი, რომ დავბრუნდეთ იქ, საიდანაც ასეთი ბრძოლით და ამდენი სისხლით და ამდენი გამოწვევით გამოვედით და დღესაც ძალიან დიდი ბრძოლა გვიწევს იმისთვის, რომ თავისუფლება შევინარჩუნოთ. მაგრამ მაინც მინდა, რომ იმედიანად ვიყო იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს თაობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოშია დაბადებული და ვინც ეს, საბედნიეროდ, არც იცის და არც აინტერესებს, ისინი ამას არ დაუშვებენ.
განაცხადა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში.