ხარაგაულში, სადაც შარშან გზის მშენებლობა მიმდინარეობდა, დიდი მეწყრის ჩამოწოლის რისკია

ხარაგაულში, სადაც შარშან გზის მშენებლობა მიმდინარეობდა, დიდი მეწყრის ჩამოწოლის რისკია

ხარაგაულის ტერიტორიაზე, სადაც გასულ წელს გზის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობდა, დიდი მეწყრის ჩამოწოლის რისკია.

ხარაგაულის რაიონიდან დაახლოებით 10 კმ-ში მდებარე სოფლებში - ლაშე, ღვერკი, ხემაღალი და ა.შ. გზის მშენებლობის სამუშაოების პარალელურად, იყო აფეთქებები, რადგან ჭრიდნენ ფერდობს, რომლის მოჭრამაც სოფლებში მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია.

ამ აფეთქებებისა და სამუშაოების შემდეგ, სოფლებში დაიბზარა სახლები, მინდვრებში გაჩნდა დიდი ნაპრალები - ისინი ერთ მეტრამდეა. ასევე, სოფლის წყაროს გამოეცალა ძირი.

მოსახლეობა შეხვდა გეოლოგებს, რომლებმაც მდგომარეობა შეაფასეს, როგორც მძიმე და მათ სახლების დაცლა მოსთხოვეს.

ამჟამად, მოსახლეობა იძულებულია, რომ დატოვოს სახლები, რადგან არსებობს დიდი მეწყრის ჩამოწოლის რისკი, რომელსაც, მძიმე შედეგები მოჰყვება. ამასთან, რისკია, რომ მეწყერმა დააზიანოს მაგისტრალი და ახლად გაკეთებული გზაც.