სოლიდარობა რეჟიმის წინააღმდეგ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ოჯახის დასჯის მიზნით დაკისრებულ ჯარიმას ხალხი გადაიხდის. საზოგადოებამ ვიტალი გუგუჩიასთავის დაკისრებული გირაოს ფული რამდენიმე წუთში ააგროვა. ხელისუფლება სოლიდურ ფინანსურ სანქციას მოქალაქეების წინააღმდეგ ერთ-ერთ ბერკეტად იყენებს, რომ მაქსიმალური ფინანსური დარტყმა მიაყენოს. საზოგადოების პასუხი სოლიდარობა და მხარდაჭერაა. ვიტალი გუგუჩიას, რომელსაც ხალხმა ფორთოხლის ბიჭი შეარქვა, ხელისუფლება კრიტიკული პოზიციის გამო უპირისპირდება.