საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე გარკვეული სახის ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.
კერძოდ, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტს, მათი გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით
"მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებს გზების დეპარტამენტი.