წარმატებით, რეფორმებით ცნობილი საქართველო რუსმა ოლიგარქმა მსოფლიოს გააცნო როგორც სამარცხვინო, კორუფციული, კლანური მმართველობის სასამართლო სისტემით, სამარცხვინო, ანტიდასავლური რიტორიკით, სამარცხვინო რეპრესიებით, პუტინისტობით. აი, ასე გააცნო რუსმა ოლიგარქმა ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს. ამასობაში, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არის ისტორიული და უპრეცედენტო.
ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის აი ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.
ეს ნაბიჯი ჩვენი პარტნიორებისგან არის ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. მხარდაჭერა იმ გზის, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. და ეს კონკრეტული გზავნილი დიახ, არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარი, რომლებმაც 7-9 მატს დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციებიდაუწესამიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.