ხაბეიშვილი: 4 ოქტომბერი ბუნებრივი "დედლაინია", "არჩევნებს" უნდა დავუპირისპიროთ პროტესტი

და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე - არ ვიცი ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი "დედლაინი"!!! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -“არჩევნები” უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!!!

ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ.

იქნება თუ არა რთული? - დიახ იქნება!!! არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? - ცხადია არის!!!

ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!!!

წერს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე.