ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. BATUMELEBI-ს თანახმად, შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.