ქაცარავას პარტია "ჩვენ" და ნაკაიძის მოძრაობა "რეგიონები საქართველოსთვის" გაერთიანდნენ

ქაცარავას პარტია "ჩვენ" და ნაკაიძის მოძრაობა "რეგიონები საქართველოსთვის" გაერთიანდნენ

დავით ქაცარავას პარტია ჩვენ და დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის მოძრაობა რეგიონები საქართველოსთვის გაერთიანდნენ.

"ჩვენთვის არის დიდი პატივი, რომ პოლიტიკური მოძრაობა რეგიონები საქართველოსთვის შემოგვიერთდა. ტარიელ ნაკაიძე საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც რელიგიურ და ეთნიკურ თემებზე მომუშავე ადამიანი. მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ამ ჩვენი ერთობით ძალიან დიდ, ქვეყნისთვის საჭირო ბრძოლაში ერთად შევდივართ", - თქვა დავით ქაცარავამ.

"როცა ჩვენ ვქმნიდით მოძრაობა რეგიონებს საქართველოსთვის ჩვენი მიზანი იყო ხალხის პრობლემებზე თითოეული არ გაგონილი ხმა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ პარტია ჩვენის და ჩვენი ფუნქცია და ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე სრულ თანხვედრაშია. ჩვენი მიზანია ყველა დაჩაგრულის, გულგატეხილისა და იმედგაცრუებული მოქალაქის ხმა იქნას გაგონილი და მათ წარმოვადგენთ საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

"ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით სახელმწიფოსგან მიტოვებული ხალხის ვერდით, "ჩვენ" ვართ თქვენ", - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ.