ქართველი ხალხის აქტის შიდა საკომიტეტო კენჭისყრა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 25 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.
კენჭისყრით, კომიტეტის წევრი სენატორები გადაწყვეტენ, გადასცენ თუ არა კანონპროექტი სენატს სრული განხილვისა და გენერალური კენჭისყრისთვის.
ორპარტიული კანონპროექტი, რომლის ავტორებიც სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არიან, დემოკრატიული პროცესებისთვის პრობლემების შემქმნელი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.