ქართველი ხალხის აქტის კანონპროექტს 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა

ქართველი ხალხის აქტის კანონპროექტს 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ სენატში დარეგისტრირებულ "ქართველი ხალხის აქტს" მხარდამჭერები ემატებიან.

ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ჯინ შაჰინის ოფისიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კანონპროექტს კიდევ 10 სენატორი უჭერს მხარს.

"მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგები სენატში იაზრებენ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაუდებლობას და დათანხმდნენ, რომ გახდნენ აშშ-ის სენატში რეგისტრირებული კანონის - ქართველი ხალხის აქტის თანამონაწილეები. ერთად ჩვენ ვგზავნით მკაფიო სიგნალს იმაზე, რომ არსებობს ჩვენი კანონმდებლობის ორპარტიული მხარდაჭერა და საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიციის მხარდაჭერა, ასევე ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა რჩება უცვლელი იმის მიუხედავად, რომელი პარტია აკონტროლებს ვაშინგტონს", - ამბობს ჯინ შაჰინი.

სავარაუდოდ, აშშ-ის სენატში ქართველი ხალხის აქტის შესახებ მოსმენა ნოემბერში გაიმართება, როდესაც სენატორები საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდებიან.

კენჭისყრაზე კომიტეტის წევრმა სენატორებმა უნდა გადაწყვიტონ, გადასცენ თუ არა კანონპროექტი სენატს სრული განხილვისა და გენერალური კენჭისყრისთვის.

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი პაკეტი - "ქართველი ხალხის აქტი" სენატში 24 მაისს დარეგისტრირდა. მისი სამიზნეები არიან ის ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე "უცხოური აგენტების კანონის" წინ წაწევაზე.

აშშ-ის სენატში "ქართველი ხალხის აქტი" დარეგისტრირდა - რა წერია დოკუმენტში