პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დელეგატების ნაწილი წარადგინა.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა და დელეგატების სისტემა შემოიღო. პარტია ამტკიცებს, რომ ეს ამით ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის გამყარება და ნაკლოვანების აღმოფხვრა სურთ.
დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებზე იქნებიან მიმაგრებულნი. როგორც კობახიძემ განმარტა, ისინი კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
"ქართული ოცნება" დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. კობახიძემ 22 დელეგატი დაასახელა, რომელთაგან დიდი ნაწილი მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ უახლოეს დღეებში წარადგენენ. გარდა ამისა, პროპორციული სია სექტემბერში იქნება მზად.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა დელეგატი ქართული ოცნების პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე.
"შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.
არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით", - თქვა კობახიძემ.
სია: