ჩანს, რომ სანქციების სია მასშტაბური იქნება. ქართული ოცნება ცდილობს, აჩვენოს, რომ სავიზო აკრძალვები არ აშინებთ, მაგრამ აშკარაა, რომ ოჯახის წევრების სანქცირების დაანონსებაც კი პრობლემებს უქმნით. განსაკუთრებით ხელისუფლების იმ წევრებს, ვისი შვილებიც ამერიკაში ცხოვრობენ, ან მოქალაქეობა აქვთ. დღესაც მოვისმინეთ კრემლის და ოლიგარქის გუნდის იდენტური გზავნილები, რომ ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებს.