ქართული ოცნების განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის მეორე ენად შეტანას აპირებს

ქართული ოცნების განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის მეორე ენად შეტანას აპირებს

ქართული ოცნების განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი ხედვა განიხილა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წულაძის ინიციატივით სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლება და ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება დაიწყება.

ოცნების განათლების სამინისტრომ ასევე განიხილა, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე ქართული ენის სტანდარტის დამტკიცება. ამასთან, მათი თქმით, აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე.

შეხვედრაზე ქართული ოცნების მინისტრმა ასევე მასწავლებელთა კარიერულ წინსვლაზე ისაუბრა და მისი მტკიცებით, ამ მიმართულებით ისინი მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სქემის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც საზოგადოებას ზაფხულში წარედგინება.

"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარუდგინა და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მათთან ერთად განიხილა. დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება",- ნათქვამია განცხადებაში.