"ქართული ოცნება" საერთაშორისო იზოლაციაში

"ქართული ოცნება" საერთაშორისო იზოლაციაში

ქართული ოცნების საერთაშორისო იზოლაცია ღრმავდება. ივანიშვილის ე.წ. დეპუტატების წინააღმდეგ ევროსაბჭომ შესაძლოა ყველაზე ძლიერი ბერკეტი აამოქმედოს - არ არის გამორიცხული, დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერონ. ამ გადაწყვეტილებამდე პროცედურული საკითხები და საბოლოო კენჭისყრაა დარჩენილი. დღეს დარბაზში დამსწრეთა უმრავლესობამ რეჟიმის საწინააღმდეგოდ დაუჭირა მხარი. თავად ის ფაქტი, რომ საკითხი დღის წესრიგში დადგა, ქართული ოცნების უმძიმეს საერთაშორისო რეალობაზე მიუთითებს.