ემუქრებიან თუ არა ოცნება და მისი სატელიტები ოპონენტებს წინასაარჩევნო რეპრესიებით. ერთი მხრივ, უმრავლესობის რადიკალური ფრთა მოითხოვს გამოძიების დაწყებას ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, 2020 წლის არჩევნების შემდგომი პროცესების გამო. მეორე მხრივ კი აუდიტს მიმართა ერთ-ერთმა ენჯეომ. მოთხოვნა - პარტიებისა და პარტნიორი არასამთავრობოების კავშირების, მათი ფინანსების შესწავლაა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ორივე პროცესი ოცნების მიერაა მართული.