პარლამენტი, როგორც ქართული ოცნების ოფისი. პრემიერ-მინისტრმა გაამხილა ხედვა, როგორ აპირებენ პარტიის შტაბი რუსთაველის გამზირის რვა ნომერში გადაიტანონ. ღიად ითქვა, რომ ივანიშვილის დიქტატორული გეგმის მიზანია საკანონმდებლო ორგანოში მარტო დარჩეს ოპონირების გარეშე. რაც მთავარია, ამ ყველაფრის მიუხედავად ოცნება ამტკიცებს, თითქოს ჩრდილოეთ კორეის მოდელით ევროპისკენ ღირსებით მივყავართ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთპარტიულ პარლამენტზე ოცნებას ახდენა არ უწერია და ეს დაპირებაც ივანიშვილის შეუსრულებელი მისიების ჩამონათვალს დაემატება. და მაინც, რა პროცედურებით წარმოუდგენია უხეირო დიქტატორის გუნდს ე.წ.ი დემოკრატიული ერთპარტიული პარლამენტის არსებობა?