ოლიგარქის რეჟიმს, რომელსაც საერთაშორისო აღიარება ამ დრომდე არ მიუღია, ამისი შანსი თითქმის აღარც რჩება. ეს გაუარესებული პერსპექტივა კი უკვე კანონით იქნება გამყარებული აშშ-ში. ამ კანონს ბევრის მოლოდინით ამერიკაში მალე მიიღებენ. ლაპარაკია "ქართული კოშმარის არაღიარების" აქტზე, რომელიც ორპარტიული პროექტია.
ორმაგად საშიში კი ეს პროექტი ოლიგარქის პარტიისთვის იმიტომაა, რომ არა მხოლოდ ამერიკის ხელისუფლებას აუკრძალავს ოცნების მთვრობის აღიარებას, არამედ ვაშინგტონს დაავალდებულებს ასევე შეეწინააღმდეგოს სხვა ქვეყნების მთავრობების მიერ ოცნებასთან ურთიერთობების ნორმალიზებასაც. ამ ფონზე, საერთაშორისო გარიყვის წინაშე მდგარი ოცნების მთავრობიდან არავინ მიუწვევიათ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. სამაგიეროდ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რესპუბლიკელი კონკგრესემენისა და მეგობარი აქტის ავტორის - ჯო უილსონის მიწვევით.