ქარელში 60 წლამდე კაცი თანასოფლელის თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა

ქარელში 60 წლამდე კაცი თანასოფლელის თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა

ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე კაცი თანასოფლელის თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

როგორც ცნობილია, კაცი სანადიროდ იმყოფებოდა - მას მეორე მონადირის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა და დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 1 ადამიანი დააკავა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.