ქარბუქის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ქარბუქის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.

საუბარია გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, სადაც აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტში გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.