ქარბუქის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ქარბუქის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება.

საუბარია გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

უწყება გარემოს ეროვნული სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.