სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალი მიმართ განხორციელებული ადევნების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი ამხილა.
მათი განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, რუსთავში არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ქალთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა - შედეგად, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.