ქადაგიშვილი ზურაბიშვილზე: ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი

ის რომ, რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 1921 წლის 25 თებერვალს, კარგად ვიცით და მისი შემდეგი ისტორიაც კარგად ვიცით. ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მე აქ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ეგეც კარგად ვიცი. ამიტომ, ცოტა მეტი კონკრეტიკა მისგან და ნაკლები პროვოკატორობა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სადაც საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე ისაუბრა. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება.