უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით ან მტკიცებულებები უნდა წარადგინოს ან საკითხს გადახედოს. ქადაგიძემ ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, რომლის თავმჯდომარეც ამავდროულად არის.
"მე მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული და ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან გადაიხედება საკითხი კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს. რამე თუ ის განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდი დაძაბულობას და მე როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარე, მინდა მოვუწოდო კოლეგებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ, ასევე ვთხოვო საზოგადოებას, ნუ გამოიტანენ ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს" , - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, საჯარო განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთებს მას შემდეგ, რაც საკითხში გაირკვევა.