
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ოპოზიციური პარტიები უკეთ გაუმკლავდებიან უკრაინის დახმარებას, კრიმინალს, ევროკავშირში გაწევრიანებას, ფასების ზრდას.
კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის ხმები თანაბრად ნაწილდება უმუშევრობასა და რუსების მიგრაციაზე. დარჩენილ საკითხებში (ოკუპირებული ტერიტორიები, გარემო, ჯანდაცვა) უპირატესობა მმართველ გუნდს აქვს.
კითხვაზე, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელს მიიჩნევთ, რომ უკეთესად გაუმკლავდება, პასუხები ასე გადანაწილდა:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.