
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ თუ კანონი მიიღეს, ეს შეასუსტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს, ხოლო 27%-ს აზრით, კანონი გააძლიერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.
ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:
***
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.