Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალიან ან ნაწილობრივ ეფექტიანია. ამ კითხვაზე პასუხები დეტალურად ასე გადანაწილდა:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.