სტაფილოკოკი, მძიმე მეტალები და სიცოცხლისთვის საშიში სხვა ბაქტერიები. საგანგაშო დასკვნა რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ შიდა ქართლის ბაგა-ბაღებში - ბავშვებს სხვადასხვა ნივთიერებებით დაბინძურებულ საკვებს აჭმევდნენ. სტაფილოკოკის ბაქტერია ყველში, მძიმე მეტალები არაჟანში და კარაქში. ყველა საეჭვო ბაქტერია რაც ბაგა ბაღების კვების რაციონშია აღმოჩენილი, სიცოცხლისთვის სახიფათოა და ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა მძიმე დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს. როგორ აღმოჩნდა ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებში ბაქტერიები - ეს კითხვები შაბათის ფორმულამ - გორის სკოლამდელ აღსაზრდელთა სააგენტოს ხელმძღვანელობას დაუსვა.