კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის მტკიცებით, უკრაინელებმა კურსკის ოლქი დაბომბეს.
ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორი Telegram-ზე წერს.
"კურსკში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ", - წერს სტაროვოიტი.