![გორის საკრებულოს თავმჯდომარე: [რუსები გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ, მადლობა ღმერთს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/0c994c15-8b69-4983-b963-80cdbbc54896.jpg)
საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, საბა ბუაძეს თავს დაესხნენ, რომლებსაც თან ცივი იარაღი ჰქონდათ.
ამის შესახებ ინფორმაცია ბუაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოს სახით გაავრცელა.
"ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ "შემთხვევით", გინებით, დანით და ქვების სროლით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ვთაგავ", - განაცხადა ბუაძემ.
ასევე, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნული ცივი იარაღის, იგივე დანის ფოტო გამოაქვეყნა.
"ეს არის დანა, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს დაუვარდა ხელიდან", - წერს კუპრაძე.