კუპრაძე Edison-ზე: ფაქტია, ოცნებამ უკვე წააგო არჩევნები - ეცდება მანიპულაციებს, ძალადობას

ფაქტია, რომ ხელისუფლებამ წააგო უკვე არჩევნები, 3 თვით ადრე, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ, იმიტომ რომ ქართული ოცნება როგორც რუსული ტიპის ხელისუფალი იქნება დანაშაულებზე წამსვლელი პოლიტიკური ძალა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ხელისუფლების შენარჩუნებაზე გადის მათი მოპარული ფულის უსაფრთხოება, ამაზე გადის იმ დაკვეთის შესრულება, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მხრიდან და ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ხელისუფლება ეცდება საარჩევნო მანიპულაციებს, ძალადობას, რომელიც დააანონსა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ამ ყველაფერს სჭირდება მკაცრი, ჩამოყალიბებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

ასე ეხმაურება ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე Edison Research-ის კვლევის შედეგებს.

როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა