სანქციებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენ ამერიკის საელჩოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს.
რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ამერიკასთან, მე უკვე ორი ათეული წელია ვმოგზაურობ ამერიკაში, როგორც სამსახურებრივი, ასევე, ოჯახთან ერთად ვიზიტებით და არასდროს პრობლემა არ მქონია. ახლაც ზუსტად საათი და 40 წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან, აეროპოტიდან მოვდივარ.
ამბობს შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე ჟურნალისტებთან 4 ივლისთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოში გამართულ მიღებაზე.