ხანძრის 82-ი კერა, 30-ი ათასამდე ადგილობრივი და ტურისტი, რომელსაც კუნძულის დატოვება მოუხდა - საბერძნეთში მეხუთე დღეა ცეცხლს ვერ აქრობენ. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა როდოსზე, სადაც ალის ლოკალიზებას ბერძენ მეხანძრეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ჯგუფები ცდილობენ. სტიქია კუნძულ კორფუსა და ევ-ბეაზეც ვრცელდება. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო დაცვის გემები და კერძო იახტებიც ჩაერთო.