![რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები მობილიზდნენ](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/5d4faff8-baa2-4c3d-ad58-0bb0ff9246f2.jpg)
რეპრესიები კულტურის სფეროში არ წყდება. წულუკიანის ანგარიშსწორების კიდევ ერთი შედეგი, - სამინისტრომ მრავალწლიანი ტრადიციების ლიტერატურულ ჟურნალ "არილს" დაფინანსება შეუწყვიტა. გამოცემა გაჩერდა. რედაქტორები და ავტორები მომხდარს ცენზურას და რუსული კანონის წინააღმდეგ მათ აქტიურობას უკავშირებენ. წლებია, წულუკიანმა მწერლები ვერ მოათვინიერა.