
დეკლარაციის მიხედვით, "ქართული ოცნების" კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თანამდებობაზე დანიშვნის წინა დღეს რამდენიმე ძვირადღირებული ნივთი შეიძინა.
კერძოდ, ცნობილი ხდება, რომ 2024 წლის 17 ოქტომბერს მან 8100 ევროს ღირებულების ჩანთა შეიძინა, ხოლო რამდენიმე თვით ადრე მან კიდევ ერთი ჩანთა შეიძინა, რომლის ღირებულებაც 5995 ევროა.
თინათინ რუხაძე ასევე ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ ორ ბეჭედსა და ბრილიანტის თვლებიან ყელსაბამს. თითოეულის ფასი 10 000 ლარს აღემატება. ის ასევე ფლობს ორ ბინას თბილისში.