კულება: რუსეთის შეჩერება უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერებით უნდა მოხდეს

რუსული თავდასხმები თვითმფრინავებითა და რაკეტებით, რომელიც მშვიდობიანი უკრაინის ქალაქებისკენაა მიმართული, არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ [ამბად], რაც არ უნდა ხშირად ხდებოდეს. ეს ყველაფერი ომის დანაშაულია და მათი შეჩერება უნდა მოხდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერებით, მათ შორის F-16 გამანადგურებლების [მიწოდებით] და რუსული აგრესიის დამარცხებით.

წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

დღეს რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორცილეს. 11 საათის შემდეგ ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.