ივანიშვილის ხელისუფლება პროპაგანდის ახალ ფაზაში გადადის. მარტის აქციების გამო უკან წაღებული რუსული კანონის შემდეგ ახლა ოცნება მორიგ ნაღმს დებს ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ ისე, როგორც ეს პუტინის რუსეთში შარშან მოხდა. ორი დღის წინ ჩატარებული პრორუსული აქციის შემდეგ ხელისუფლებამ სატელიტები ისეთ საკანონმდებლო ინიციატივაზე აალაპარაკა, რომლითაც პუტინისტური ალტ-ინფო კმაყოფილია.