კრამონი ზურაბიშვილს: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით

სუფთა ჰაერივითაა ბოლოს და ბოლოს მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც წარმოადგენს ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას. ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსი საქართველოს.

წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდა.