კრამონი: უნდა დასანქცირდნენ მესამე ქვეყნები, რომლებიც EU-ის სანქციებს გვერდს უვლიან

მესამე ქვეყნებს: საქართველოს, თურქეთს, სომხეთს, ყირგიზეთს, ყაზახეთს, ომამდელ პერიოდთან შედარებით, ვაჭრობაში 800%-მდე ზრდა აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაა.

ამას რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის სარგებელი მოაქვს.

ევროკავშირმა ბოლოს და ბოლოს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს, დაასანქციროს ამაში მონაწილე ქვეყნები და კომპანიები.

ტვიტერზე დაწერა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.