კრამონი სააკაშვილზე: მდგომარეობა ცუდია, არ აქვთ საკითხის ჰუმანიტარული გზით გადაჭრის სურვილი

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია და ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ასე შორს წავიდა. ბევრმა ჩვენგანმა მივმართეთ ხელმძღვანელ პირებს, რომ გადაეყვანათ ის ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოში უსაფრთხო ადგილას, მაგრამ ამ დრომდე ქართული ოცნება არ თანხმდება. ეს აჩვენებს, რომ არ არის საკითხის ჰუმანიტარული გზით გადაჭრის სურვილი. შესაძლოა, პირობად აქციონ, რომ ის არ დაბრუნდეს საქართველოში. თუ ქართულ ოცნებას ეშინია მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, ამ შემთხვევაშიც კი არ უნდა დაუშვან ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი საავადმყოფოში.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ფორმულასთან საუბრისას.