კრამონი იმპიჩმენტზე: საპნის ოპერას მახსენებს

ეს მახსენებს საპნის ოპერას, მსგავსი თამაშები საბავშვო ბაღს ჰგავს, ამას ყურადღება გადააქვს სხვა საშინაო პრობლემებისგან. პრეზიდენტს აქვს უფლება, რადგან კონსტიტუციაში არის მუხლი, სადაც წერია, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მიისწრაფვის და რა თქმა უნდა, მისი საქმეა, რომ ამ ევროინტეგრაციას ლობირება გაუწიოს, ამიტომ მის მოგზაურობაში პრობლემას ვერ ვხედავ.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ფორმულასთან საუბრისას და ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.