ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში მკაფიოდ თქვა და ამ წერილშიც ამბობს: ქართული ოცნების რუსული კანონი, ძალადობა მომიტინგეებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთი - ან მეორე
წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.
30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს.